- Язык:
Грузинский (ქართული)
- Автор:
Василий Гулеури(ვასილ გულეური)
მთვრალი დერვიში
კვიპაროსებზე ბულბულები, ტბის თავზე მთვარე,
ბევრი ვსვი ღვინო, საამოდ ჩანს ქვიანი არე,
ჩემი გულიდან ხმა მომესმის სიმღერის სხვისი:
“სამყარო - შუქი მეგობრისა, სხვა - ჩრდილი მისი!”
ღვინო შევიტკბე მე განა დღეს ან განა გუშინ,
მე განა გუშინ ან მარტო დღეს ვმღერივარ გულში,
ვმღერივარ მთვრალი ალიონზე, ადრიან დილით:
“სამყარო - შუქი მეგობრისა, სხვა - მისი ჩრდილი!”
მაწანწალა ვარ, უგზო-უკვლოდ განვვლე უდაბნო,
რაც მისწავლია, დავივიწყე მე სამუდამოდ,
მხოლოდ ამ ერთი ლექსის სტროფის სიმღერის მიზნით:

ჩემს მეგობართა საფლავებთან მივდივარ, ხდება,
მკვდრებს სიყვარულზე შევეკითხო, არა მაქვს ნება?
და სამარიდან საიდუმლოს ამხელს სიკვდილი:

ტბაში ჩაინთქნენ მთვარის შუქზე ნაკადულები,
კვიპაროსებზე არ გალობენ კვლავ ბულბულები,
ერთი ამღერდა, არ მღეროდა რომელიც დილით:

Перевод стихотворения Николая Гумилёва «Пьяный дервиш» на грузинский язык.